სიახლე
გამოგვყევი
ონლაინ დახმარება

ავტორიზაცია

სიახლე -ზე.

მალე:

ყველა კატეგორია

ავტო ნაწილები ბავშვებისათვის ვიდეო თამაშები & კონსოლები ზოო პროდუქცია კომპიუტერული ტექნიკა მობილური ტელეფონები & აქსესუარები მუსიკა მუსიკალური ინსტრუმენტები საათები სათამაშოები & ჰობი
ასაწყობი სათამაშოები ბურთები, ფრიზბი & ბუმერანგები გამჭვირვალე & ფერადი ბურთულები დრონები თამაშები კლასიკური სათამაშოები მანქანები, თვითმფრინავები, გემები & ძრავები მატარებლები მოდელები & კომპლექტი მოქმედებითი / მოძრავი მცირე წლოვნებისთვის რობოტები, მონსტრები, კოსმოსური მხეცები საბავშვო დისტანციური მანქანები საბავშვო სატერფულიანი მანქანები საბითუმო გაყიდვები საგანმანათლებლო სათამაშო ჯარისკაცები საპნის ბუშტები სატელევიზიო & ფილმის პერსონაჟები სწრაფი კვების სათამაშოები ფაზლები, თავსატეხები, რუბიკის კუბები ფუმფულა / ბეწვის სათამაშოები ცნობილი ცხოველები ძველებური & ანტიკვარული სათამაშოები საბითუმო გაყიდვები
სამკაულები სამომხმარებლო ელექტროტექნიკა სახლი და ეზო სპორტული საქონელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ფოტო და ვიდეო კამერები წიგნები ჯანმრთელობა და სილამაზე

როგორ ვიპოვოთ ბედნიერება: ხელოვნების არსი და რჩევები

მეგი კაზეიშვილი
436

წაკითხვა

მოწონება

ბლოგერი : მეგი კაზეიშვილი

ხელოვნება რომელიც სულს კურნავს

რატომ არის ხელოვანი ბედნიერი

ხელოვნების დარგები

დღეს ვისაუბრებთ ხელოვნებაზე და იმ სასარგებლო ეფექტზე, რომელიც შემოქმედებითობას თან სდევს. მანამდე მოკლედ განვიხილოთ რა არის ხელოვნება? ეს არის ადამიანის აქტივობის ფართო მცნება და გულისხმობს აუდიო, ვიზუალური და გამომხატველობითი ნამუშევრების შექმნას. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნებრივის საპირისპირო ცნება. ამ აზრით, ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ.

როდესაც ხელოვნების არსზე ვიწყებ საუბარს, მახსენდება შოტლანდიური წარმოშობის ოსკარ უაილდი, ხოლო საქართველოდან "ცისფერყანწელების" თითქმის ყველა წევრი. ვინაიდან მათ სული შთაბერეს ხელოვნებას და ყველაფრის საწყისად მიიჩნიეს. თუ გავიხსენებთ ტიციან ტაბიძის დიდებულ ფრაზას, რომ თითქოს ლექსში იბადება, ადვილი მისახვედრია როგორი დიდი როლი ეკავა მათ ცხოვრებაში ხელოვნებას. დიდებულად აღნიშნავდა :

"მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს"

ეს პარარელები ხელოვნების არსის ჩასაწვდომად გამოვიყენე, უალდის კი ფერწერის აღწერისას უფრო კარგად განვიხილავ. ლიტერატურული პარალელებით, რომ არ დაგღალოთ, ვისაუბროთ ხელოვნების დარგებსა და გამოყენების ხერხებზე. ამ სფეროს დარგებად შეიძლება მივიჩნიოთ: ფერწერა, ფოტოგრაფია, გრაფიკა, დეკორატიული ხელოვნება და ა.შ. დღეს ზოგიერთ მათგანზე დავკონკრეტდებით და უფრო ვრცლად განვიხილავთ.

1) ფოტოაპარატი


რა არის ფოტოგრაფია და რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ცხოვრებაში? პასუხი ალბათ ყველასათვის ცნობილია - უდიდესი როლი უკავია, ვინაიდან მას აქვს ძალა დაგვაბრუნოს წარსულში და დააფიქსიროს მომენტები მომავლისთვის. ორის სიტყვით მინდა მიმოვიხილო როდის და როგორ შეიქმნა ეს უნიკალური მოწყობილობა:

1812 წელს ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსმა გამოიგონა კამერა-ობსკურა თავისი ლინზით და მოძრავი მილით. ეს მოწყობილობა შეიძლება ჩაითვალოს პირველ კამერად, რომელიც თანამედროვე ფოტოაპარატს გავს. ამავე აპარატით შეიქმნა ისტორიაში პირველი ფოტო, რომელიც უკვე დაფიქსირდა ქაღალდზე და დღემდეა შემორჩენილი .დღესდღეობით ცნობილი ბრენდებია Canon, Nikon, Sony. მათ მსოფლიოში წამყვანი როლი უკავიათ. ქენონის ფოტოაპარატი შეგიძლიათ იხილოთ აქ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ფოტოგრაფს სინათლის ამრეკლავი არ აწყენდა, რადგან ასე ფოტო ბევრად უკეთესი გამოდის. 

და ბოლოს რატომ არის ბედნიერი ფოტოგრაფი? იმიტომ რომ აქვს უამრავი გადაღებული ფოტო, რომელთანაც საუკეთესო მოგონებები უკავშირდება. რჩევები, თუ როგორ უნდა გადაიღოთ ფოტო კარგად, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ერთ- ერთ ბლოგში. მითითებები დაგეხმარებათ, მაშინაც თუ მოყვარული ხართ. ჩემთვის კარგი საორიენტაციო იყო. ბლოგი იხილეთ ამ ლინკზე.

სახატავი კომპლექტი


დასაწყისში ვახსენე, რომ ხელოვნების ერთ-ერთი დარგია ფერწერა. რასაც ჩვენ მარტივ ენაზე ხატვას ვეძახით. ვინ გახსენდებათ ამ სიტყვის გაგონებისას? მე ვან გოგი, სალვადორ დალი, ლეონარდო და ვინჩი, მოდილიანი. თქვენც შეიძლება ვინმე ახლობელი გაგახსნედეთ, რომელიც კარგად ხატავს. იქნებ უბრალოდ საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ და მიხვდეთ, რომ სათაურში მითითებული არაჩვეულებრივი ნივთი თავად გჭირდებათ. შეიძლება პარადოქსად ჩამითვალოთ, მაგრამ მიუხედავად ჩემი აუსრულებელი ოცნებისა და ფაქტისა, რომ ხატვა არ ვიცი. ამ ნივთს დიდი სიამოვნებით ვიყიდდი.

რატომ? პირველ რიგში, ძალიან ლამაზია და ამით უბრალო ხაზების გავლებაც სასიამოვნო იქნებოდა. მეორე, თითქმის ყველა საჭირო ნივთი ერთ ყუთშია მოქცეული და აღარ გვიწევს ცალკე მოძებნა. მაგრამ არის ერთი პრობლემა. ფასი საკმაოდ მაღალია. მაგრამ აბა იბიჯი რისი იბიჯია?! რა თქმა უნდა, დაბალ ფასიანიც არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ აქ

ფერადი ფურცლები, მძივები, წებო.

მესამე კატეგორია, რომელიც უნდა შემოგთავაზოთ, დეკორატიულ ნაწილს მიეკუთნება. კერძოდ, ეს არის ხელსაქმე. ხელით მუშაობა არის საუკეთესო განტვირთვის საშუალება. ექიმები და ფსიქოლოგები გვიდასტურებენ, რომ ხელსაქმე დადებითად მოქმედებს, ადამიანის ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე.

დაფიქრდით რომელი ხელობის შესწავლა გსურთ, იქნება ეს ქსოვა, ქარგვა თუ ხეზე მუშაობა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის საქმე იპოვოთ, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და რომელიც მოგცემთ საშუალებას საკუთარი თავი წარმოაჩინოთ.

ცნო­ბი­ლია, რომ ხე­ლის­გუ­ლებ­ზე უამ­რა­ვი რე­ცეპ­ტო­რი მდე­ბა­რე­ობს. ამი­ტომ, ხელ­საქ­მე, თუნ­დაც, ქარ­გვის პრო­ცე­სი, ხელს უწყობს მათ სტი­მუ­ლი­რე­ბას, რაც სა­ბო­ლო­ოდ ტვი­ნის მოქ­მე­დე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. ამიტომ კითხვაზე, თუ რატომ არის ხელოვანი ბედნიერი პასუხი უკვე გვაქვს. იმიტომ, რომ სტრესი მოხსნილი აქვს და ტვინი მხოლოდ საუკეთესოს შექმნაზეა ორიენტირებული.

თუ ფანტაზიის საკმაო უნარი გავქთ და კრეატიულობითაც გამოირჩევით, წებო, ფურცლები და ფერად- ფერადი მძივები სასწაულებს მოახდენს თქვენივე ხელით.

წებო