მალე:
წაკითხვა
მოწონება
ნიუთბუქები იგივე ლეპტოპები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საჭირო აქსესუარს. თუკი მოგზაურობის მოყვარული ხართ ან უბრალოდ სტუდენტი. მაგრამ თუ თქვენ ამავდროულად თამაშების და გეიმინგის თაყვანისმცემელი ბრძანდებით და არ იცით რომელი ლეპტოპი უნდა შეიძინოთ, ისე რომ თქვენი საყვარელი თამაში მაღალი გრაფიკებით და გაზრდილი FPS-ით ითამაშოთ, მაშინ თქვენ სწორ სტატიას კითხულობთ. დღეს მე გაგაცნობთ ყველაზე ძლიერ და ყველაზე დახვეწილ გეიმინგ ლეპტოპებს, რომლებიც თავისუფლად გაუწევენ კონკურენციას თქვენს პერსონალურ კომბიუტერს და სრულიად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას გეიმინგ ლეპტოპებზე.
1. Razer blade Geforce GTX 1060
ამ ლეპტოპს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შემდეგი თაობის პროცესორი, ცნობილი როგორც KB lake. რაც რა თქმა უნდა არც ისე გასაკვირია, რადგან ამ ლეპტოპს მსოფლიოში კარგად ცნობილი გეიმინგ აქსესუარების კომპანია RAZER -ი აწარმოებს. ამასთანავე ეს ლეპტოპი მსოფლიოში ყველაზე პატარა გეიმინგ ნოუთბუქებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს, იგი მხოლოდ 15.6 ინჩის გახლავთ დიაგონალურად.
რაც შეეხება დეტალებს: ეს ნოუთბუქი აღჭურვილია HVIDIA GeForce GTX 1060 ვიდეობარათით რომელიც გახლავთ 6 გეგაბაიტიანი. 16 გეგაბაიტი DDR4 2133 MHz-იანი RAM-ით (ოპერატიული მეხსიერება). რაც შეეხება შიდა მეხსიერებას მისი სიდიდე არჩევითია და მაქსიმუმი შეადგენს 1 TB-ს. ხოლო ამ ლეპტოპის ფასი მერყეობს 10 დან 12 ათასი ლარის ფარგლებში და შესაძლებელია მისი TBC და კრედო ბანკის განვადებით შეძენა.
ალბათ არავისთვისაა გასაკვრი რომ ამ ჩამონათვალში asus-ის ფირმის ლეპტოპიც მოხვდა და თანაც საპატიო ადგილიც დაიკავა. იგი 2018 წელს მსოფლიოს საუკეთესო გეიმინგ ლეპტოპად გახლდათ ნომინირებული. ნოუთბუქის სისქე სულ რაღაც 1.7 სანტიმეტრია ხოლო წონა 2.2 კილოგრამს უდრის, რაც მას წარმოუდგენლად პორტატულს ხდის.
იგი აღჭურვილია Geforce GTX 1080 GPU max-q დიზაინის ვიდეობარათით, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, რათა გაეხადათ გეიმინგ ნოუთბუქი უფრო მსუბუქი უხმაურო და თხელი. ასევე ფუქციონირებს intel core i7. პროცესორზე. მას აგრეთვე აქვს აქტიური აეროდინამიკური დიზაინი, რომელიც ლეპტოპის გახსნის შემდეგ თვალსაჩინო ხდება, რადგანაც მთელი კორპუსი გარკვეული სიმაღლით იწევს ზემოთ და ხსნის საჰაერო სარქველებს, რომლებიც 20%-ით ზრდის ჰაერის მიწოდებას. რაც ლეპტოპის სტაბილურ გაგრილებას უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვითამაშოთ საათობით ისე რომ ლეპტოპს გადახურების საფრთხე არ დაემუქროს. რაც შეეხება ფასს იგი 4 დან 5 ათასი ლარის ფარგლებშია.